კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტს კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე სტუმრობდა. მან შეხვედრაზე მოსახლეობას მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გვანცა ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია კომუნიკაციების სფეროში, მათი უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის, განხილვის წესებისა და ვადების შესახებაც გააცნო.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გვანცა ჩხეიძის ვიზიტი საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები