“შანსი მომეცა რეგიონის განვითარებისთვის ვიბრძოლო“- ქართველი სტუდენტი Google-ს სტუდენტურ ლიდერებს შორის მოხვდა

ქართველი სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს სტუდენტურ ლიდერებს შორის მოხვდა. Google-მა სტუდენტური დეველოპერული გუნდის შესაქმნელად საქართველოდან სულ სამი სტუდენტი შეარჩია. თამთა წარმოშობით ახალციხიდანაა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების სტუდენტია.

როგორც თამთა კაპანაძე “კვირასთან“ საუბრისას ამბობს, აღნიშნული წარმატება მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი რეგიონის განვითარებისთვის დიდი შანსი მეიცა.

“რამდენიმე თვის წინ ვინმეს, რომ ეთქვა გუგლის ნაწილი გახდებიო გამეცინებოდა, ახლაც ვერ ვიჯერებ. შეიძლება ამ სფეროში წარმატებული ადამიანებისთის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შანსი მომეცა მსოფლიოში უდიდეს კომპანიასთან ერთად, ჩემი ცხოვრების მთავარი მიზნისთვის – რეგიონის განვითარებისთვის ვიბრძოლო“,- აღნიშნავს თამთა კაპანაძე.

კომპანია google-ის Google Devepopers-ი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სტუდენტურ კლუბებს ახორციელებს. კლუბის მიზანი ახალგაზრდების ტექნოლოგიებით დაინტერესება და ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებაა. საქართველოს ამ კონკურში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა წელს პირველად ჰქონდა.

კომპანიამ საქართველოდან სამი სტუდენტი შეარჩია: ამიკო მალანია – სან-დიეგოს უნივერსიტეტიდან, ომარ შირიშიანი ევროპის უნივერსიტეტიდან და თამთა კაპანაძე ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტიდან. თამთა კაპანაძე მუშაობს სხვადასხვა თემებზე და ​ Google-ს DSC ლიდერების ევროპის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოქტომბერში, პარიზში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები