ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა

ახალციხეში, სოფელ მინაძესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ფიატის” მარკის მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც ჰოსპიტალი დირექტორმა, ხათუნა კეკელაშვილმა “კვირას” განუცხადა, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე მათ  სხვადასხვა სახის გამოკვლევები უტარდებათ”,-განაცხადა ხათუნა კეკელაშვილმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები