სოლომონ პავლიაშვილი: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ არც ერთი გრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილე მევენახეებმა გურჯაანის მერიაში გადაინაცვლეს, სადაც მათ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, “რთველი 2019-ის” შტაბის ხელმღვანელი, ლევან მეხუზლა და გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილს შეხვდნენ.

მევენახეები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ქარხნების გახსნასა და ყურძენზე ფასის მატებას ითხოვდნენ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა “კვირას” განუცხადა, მევენახეებს საშუალება აქვთ ნებისმიერი სახისა და ხარისხის ყურძენი ჩააბარონ. რაც შეეხება ფასს, პავლიაშვილის თქმით, ფასზე მევენახეებს შეუძლიათ მეწარმეებთან შეთანხმდნენ.

“სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ არც ერთი გრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს და გლეხს გაუადვილდეს ყურძნის ჩაბარება. ამასთან, სახელმწიფო კომპანია შექმნილია, რომელსაც აქვს საშუალება ნებისმიერი სახისა და ხარისხის ყურძენი ყურძენი მიიღოს, ამიტომ 70 თეთრი ეს არ არის გადამწყვეტი,შეუძლიათ თვითონ ფერმერებმა ივაჭრონ მეღვინეებთან და მეწარმეებთან, ვინც ყურძენს იბარებს. 100-ზე მეტი საწარმოა დარეგისტრირებული, ვისაც ყურძნის ჩაბარების სურვილი აქვს”,- აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ყურძნის ფასს ბაზარი აყალიბებს და სახელმწიფო ვერ იქნება პროდუქციის ფასის განმსაზღვრელი.

“მოთხოვნაა, რომ მეტი იყოს ყურძნის ფასი, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყურძნის ფასს და ნებისმიერი პროდუქციის ფასს არეგულირებს ბაზარი, ამიტომ სახელმწიფო ვერ იქნება პროდუქციის ფასის პირდაპირი განმსაზღვრელი”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, მევენახეები დილიდან სოფ.ზეგაანში ქარხნების დროულად გახსნისა და ყურძენზე ფასის მატების მოთხოვნით იყვენენ შეკრებილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები