ზურაბ ჯაფარიძე: გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსთავში “ბიბლიური თავისუფლების” წევრებისთვის პრობლემების შექმნას გეგმავდნენ

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურთან იმყოფებოდა. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კომისარიატში “ბიბლიური თავისუფლების” წევრები მათთვის “პრობლემების შესაქმნელად” დაიბარეს, თუმცა გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და სხდომაზე დასწრება გადაიფიქრეს.

როგორც ჯაფარიძემ “კვირას” განუცხადა, თავდაპირველად ბიბლიური თავისუფლების წევრების დაბარება თავდაცვის ახალი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, დაუკავშირეს, რომელიც მათი მოძრაობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

“ჩვენ ვაპირებდით დავსწებოდით კომისიის სხდომას, თუმცა დიდი ალბათობით მათ გაიგეს ჩვენი აქ ჩამოსვლის შესახებ. რამდენიმე მღვდელმსახური იყო შესული კომისიის სხდომაზე და გამოსვლის შემდეგ გვითხრეს, რომ კითხვები არ შეხებია არც თავდაცვას, არც რელიგიას და არც ჯარში გაწვევას”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომისიის სხდომას რუსთავის მერიც ესწრებოდა. ირაკლი ტაბაღუა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეა.

“ეს არის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ინტენსიურად იკრიბება. წარმოდგენილნი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ეკუთვნით შეღავათები კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათ შორის ჯარის გადავადების საკითხი”,- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ზურაბ ჯაფარიძემ და მისმა მხაარდამჭერებმა რუსთავი უკვე დატოვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიბლიური თავისუფლების წევრებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები