კასპში ქარის ელექტროსადგური მოეწყობა

კასპის მუნიციპალიტეტში ქარის ელექტრო სადგურის, 110კვ  და ქვესადგურის მოწყობა იგეგმება.  პროექტს “კავკასიის ქარის კომპანია” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს.
როგორც  “კვირას” კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ მერებაშვილმა განუცხადა,  აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით,  სოფ. ზემო რენესა და სოფ. აღაიანში ​ საჯარო განხილვა გაიმართება. მერებაშვილის თქმით, განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ექნება.
“ესაა უმნიშვნელოვანესი პროექტი, რისი განხორციელების შედეგად, მივიღებთ ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, ასევე  “კავკასიის ქარის კომპანიამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტის დაწყებამდე ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის სარგებლიანობისა და ეკოლოგიური უვნებლობის შესახებ. პროექტის განხორციელების შემთხვევაში , გამოჩნდება სამუშაო ადგილები, სადაც ადგილობრივები დასაქმნდებიან”,- განაცხადა მანუჩარ მერებაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები