შალვა კერესელიძე: მნიშვნელოვანია, თითოეული პროექტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის სარგებლის მომტანი იყოს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.

კერესელიძემ საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე, განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის იყოს სარგებლის მომტანი. მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, რათა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა ადგილობრივ საჭიროებებს მაქსიმალურად მოვარგოთ“,- განაცხადა შეხვედრაზე კერესელიძემ.

ცნობისთვის, სოფელ ყანობში, რამდენიმე კვირის წინ, ახლადაშენებული ხიდი და ხიდამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზა გაიხსნა. ასევე გრძელდება სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდისა და კობათუბნის ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები. დაბა სტეფანწმინდაში და სოფელ არშაში რეაბილიტაცია საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება. გარდა ამისა, სოფელ ხურთისში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 20 სოფელში  მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები