“ბაღდათის ღვინის გზა” და ახალგაზრდა მეწარმის ტრადიციულ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ცხოვრება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს საოჯახო ტიპის მარნები წარმოადგენს. მუნიციპალიტეტში სულ 45-მდე საოჯახო ტიპის მარანია, რომლებიც ღვინოს ენდემური ჯიშის ყურძნებისგან აწარმოებენ. მუნიციპალიტეტში ეწყობა ინფორმაციული ტურები, ასევე ტურისტების მხრიდანაც დიდი ინტერესია, რაც ხელს უწყობს საოჯახო სასტუმროების განვითარებას.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩას ერთ-ერთმა ადგილობრივმა, პროფესიით არქეოლოგმა რატი არშილავამ გადაწყვიტა, ცხოვრება ტრადიციული მეურნეობისთვის დაეკავშირებინა.

რატი არშილავას თქმით, ტურისტებს ძირითადად წითელი ღვინო მოსწონთ, ამიტომ ამ სახეობის ყურძნის რაოდენობის გაზრდას და საწარმო ტექნოლოგიების დახვეწას გეგმავს. ახალგაზრდა მეწარმე აღნიშნულ საქმიანობაში შესაბამის განათლებას იღებს, რათა იმ სტანდარტის ღვინო აწარმოოს, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. არშილავა ასევე აღნიშნავს, რომ ტურისტები განსაკუთრებულ ინტერესს ღვინის დაგემოვნების გარდა, ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც იწვევს, ამიტომ ისინი თავად იღებენ მონაწილეობას მწვადის, ლავაშისა და მჭადის მომზადებაში.

„რატის მარანი“ ამ ეტაპზე ერთ ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს, რომელიც ოთხი სახეობის ყურძნით შემოიფარგლება, რომლებიცაა – ცოლიკაური, კრახუნა, გურული ჯიში შხავერი და ალექსანდრეული. სამომავლოდ მარნის გაფართოებას ვგეგმავ“,- განაცხადა რატი არშილავამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები