ახალციხის მერიის წარმომადგენლები 2019 წლის სახელმწიფო გრანტის მფლობელ ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდნენ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე იმ ადგილობრივ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებულ სტუდენტებს მიღწეული შედეგები მიულოცეს. შეხვედრის დასასრულს კი წიგნები და მუნიციპალიტეტის სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

ცნობისთვის წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 49 აბიტურიენტმა, სწავლა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, სახელმწიფო დაფინანსებით განაგრძო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები