რაულ ხაჯიმბა ე.წ. არჩევნების შედეგის გაუქმებას არ გამორიცხავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის ემზადება.
შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ის ვითარებას, რომლის შედეგად „უზენაესი სასამართლო ოპოზიციის მხარეს დადგება და არჩევნების შედეგებს გააუქმებს“, ხაჯიმბა პასუხობს: „განვიხილავ. თუმცა არ მინდა გავახმოვანო ჩემი ნაბიჯები, არსებობს კანონიერი ხერხი და მასთან შესაბამისობაში ვიმოქმედებთ“.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა.
ე.წ. ცესკოს ინფორმაციით ხაჯიმბამ ხმათა 47,39% მიიღო, მისმა მეტოქემ ალხას კვიწიანმ კი 46,19%.
თუმცა, ოპოზიცია შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.