აქცია რუსთავში დასრულებულია -“სტამბოლის ბაზრის” მოვაჭრეების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია (ვიდეო)

ქალაქ რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეების აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. დასაქმებულების მოთხოვნა ადმინისტრაციამ  დააკმაყოფილა და მათი გადასახადი უცვლელად დატოვა.

ბაზრის დირექტორის მამუკა ცხოვრებაძის განცხადებით, ხვალიდან ბაზარში დასაქებულებთან აქტიურ მოლაპარაკებებს გამართავს და მათ ადმინისტრაციაში შექმნილ ამჟამინდელ პრობლემებს გააცნობს.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია დღეს დილით გადასახადის მომატების გამო გამართეს. აქციის მონაწილეები დირექციას გადასახადის ძველ ნიშნულზე დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები