სუს-ი: ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. დოკუმენტი ყალბია

დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. დოკუმენტი ყალბია.
ამის შესახებ „კვირას“ სუს-ში განუცხადეს.
საუბარია ე.წ. „საიდუმლო დოკუმენტზე“ სადაც, ცხინვალის ინფორმაციით, სუს-ის 2016-2020 წლის სამოქმედო გეგმაა გაწერილი, რომლის მიხედვითაც იგეგმება „დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ან მათი შემოერთება ფინანსური შემოთავაზებების გზით“.
„დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. დოკუმენტი ყალბია და მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში დეზინფორმაციის გავრცელებას“, – განუცხადეს “კვირას” სუს-ში.
გარდა ამისა ე.წ. კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ 23 აგვისტოს ქართულმა მხარემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენპროკურატურის კვადროკოპტერი დააზიანა, ასევე უკანონო პოსტი განათავსა, რაც „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ წარმოებული კლასიკური ჰიბრიდული ომის ნიშნებს ატარებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები