მარნეულში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფი გაძვირდა

მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დედაქალაქამდე ჩასასვლელად მგზავრებს დღეიდან გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევთ. მგზავრობის საფასურმა 50 თეთრით მოიმატა და 2,50 ლარი შეადგინა.

მძღოლები ფასების მატებას გაძვირებულ საწვავს უკავშირებენ. მათი თქმით, დიდი ხანია უნდოდათ სამგზავრო გადასახადის გაძვირება, თუმცა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თავს იკავებდნენ. გადასახადი არ გაუძვირებიათ შიდა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებს.

მარნეულის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე შიდა ტრანსპორტზე ფასების მომატება არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები