ბათუმის ხელოვნების მუზეუმში პოლონელი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

აჭარისა და მოლოპოლსკას რეგიონის თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში  პოლონელი ხელოვანების ევა და რომან ფლესზარების ფერწერული ნამუშევრებისა და სკულპტურების გამოფენა გაიმართება.

აჭარის მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სოფიო ლორთქიფანიძის, თქმით სკულპტურები მრავალფეროვანია და იმისთვის, რომ მათ სიღრმეებს ჩაწვდეს ადამიანი სასურველია მათი  კამერულ გარემოში დათვალიერება.

,,სკულპტურები მონუმენტური სახისაა და მრავალფეროვანია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ერთ ნამუშევარში ხის, მეტალის, შუშისა და ქვიშის ერთობლიობა შეიძლება იყოს. ნამუშევრები ​გამომსახველობითი ხერხებით გამოირჩევა და ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ინტერპერსონალურ ურთიერთობებს ასახავს. სკულპტურების დათვალიერება სასურველია კამერულ გარემოში, რათა  მათ სიღრმეებს  ჩაწვდე. აქვე მინდა ავღნიშნო რომან ფლესზარისინდივიდუალური სტილის ნამუშევრები, რომელიც დაკავშირებულია ეგზისტენციალურ საიდუმლოსთან “,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა  რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები