ფოთში 27 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა 

ფოთში 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ამ დროისთვის ის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

“კვირას” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით გადაიყვანეს. მამაკაცის ვინაობა ცნობილია, თუმცა პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ამ ეტაპზე მისი დასახელებისგან თავს ვიკავებთ.

ფაქტი შსს-ში დაგვიდასტურეს. როგორც უწყებაში “კვირას” განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“კვირა” დამატებით დეტალებს არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები