აქცია რუსთავში – “სტამბოლის ბაზრის” მოვაჭრეები გადასახადის გაძვირებას აპროტესტებენ

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ. მათი თქმით, ადმინისტრაციამ მათ გადასახადი ერთი ლარით გაუძვირა, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

აქციის მონაწილეები დირექციას მოუწოდებენ, გადასახადი ძველ ნიშნულზე დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავაჭრო ობიექტებს არ გახსნიან და მუშაობას არ გააგრძელებენ.

ცოტა ხნის წინ ადგილზე ქალაქ რუსთავის მერი – ირაკლი ტაბაღუა მივიდა. ამ წუთებში მერის და ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან დახურული შეხვედრა მიმდინარეობს შეხვედრას რამდენიმე ქციის მონაწილეც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები