პროექტი „თანამედროვე დიზაინი ტრადიციულ რეწვაში“ გაიხსნა

თბილისის საკრებულოში პროექტის „თანამედროვე დიზაინი ტრადიციულ რეწვაში“ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა გახსნა. მისი თქმით, პროექტი „შემოქმედებითი თბილისი“ შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერის ახალი პლატფორმაა, რომელიც დედაქალაქში კულტურულ-შემოქმედებით და ინტელექტუალურ აქტივობას და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
„კულტურული ინდუსტრიების განვითარებას გააჩნია უდიდესი პოტენციალი და დარგის წარმომადგენლებს მეტ სტიმულს აძლევს. ტრადიციული რეწვისა და დიზაინის ხელშეწყობა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ არის ინიცირებული, რომელმაც მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე წლების განმავლობაში მხარდაჭერა მოიპოვა და სათანადო ადგილი დაიმკვიდრა“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა, კულტურული მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საკრებულოს დეპუტატებიც.
პროექტი, რომლის მიზანი, ახალგაზრდა დიზაინერების მიერ ინოვაციური, ბაზარზე ორიენტირებული დიზაინის შექმნა და აღნიშნულ დარგში წარმატებული მცირე ბიზნესის განვითარებაა, თბილისის ახალი ინოვაციური პროგრამის „შემოქმედებითი თბილისის“ „დიზაინისა და რეწვის მიმართულების“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტს თბილისის საკრებულოს, დედაქალაქის მერიისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 15 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან, რომლის ფარგლებშიც, ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები