რა მოხდა ქუთაისში რეალურად – “გარემოვაჭრეებს შორის ჩხუბი ატყდა და ბებომ პომიდორი თავად მოიფრიალა”

ყველა მოვკვდით სირცხვილით და გავსკდით ღრიალით, როცა პამიდორგადაყრილი ბებო ვიხილეთ. ამაზე მეც ვიტირებდი, ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო სიმართლესთან, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე, გუშინ ქუთაისის ბაზარში მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს.

ჟურნალისტის განმარტებით, ის შემთხვევის ადგილზე იყო მისული ფაქტების გადასამოწმებლად, სადაც მისი თქმით, გაირკვა, რომ რეალურად “დაზარალებულ ბებოს” შელაპარაკება სხვა გარემოვაჭრეებთან მოუვიდა და არა მერიის რომელიმე თანამშრომელთან. დავით ლიკლიკაძემ პოსტი ფეისბუკზე გამოაქვეყნა, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ ყველა მოვკვდით სირცხვილით და გავსკდით ღრიალით, როცა პამიდორგადაყრილი ბებო ვიხილეთ, რომელსაც „საზიზღარმა მერ

იის თანამშრომელმა“ გარე ვაჭრობის აკრძალვის მიზნით ქუჩაში პროდუქტი გადაუყარა. ამ ინფორმაციაზე მეც ვიტირებდი, ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო სიმართლესთან. სინამდვილეში რა მოხდა? (ჩავედი „კეჩის“ ბაზართან და თვითონ გავესაუბრე იმ ბებოსაც და მის კოლეგა გარე მოვაჭრეებსაც) ამ ქალბატონს, ასევე იქვე მყოფმა გარე მოვაჭრეებმა მოსთხოვეს დაეტოვებინა ადგილი, იმ მიზეზით, რომ „ ეს ჩემი ადგილია და აქ ნუ ვაჭრობო“. ამტყდარა ჩხუბი, არც ჩვენი ბებო ყოფილა ჯაბანი და დააყარეს ერთმანეთს. ბოლოში კი ეს პომიდორი თავად მოიფრიალა ქალბატონმა. ანუ რა ხდება? უკანონო გარე ვაჭრობის ფაქტი გვაქვს, ერთმანეთთან იჩხუბეს და ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს ამბავი „საზიზღარმა მერიის თანამშრომელმა“ ჩაიდინა. ახლა ყველამ ცრემლები შეიშრეთ და გვიპასუხეთ, ვისაც არ ეზარებოდა ყველამ, რომ დააჯვა არარსებულ მერიის თანამშრომელს არ გიტყდებათ? მით უფრო იმ მედიებს, რომლებმაც ხბოს აღტკინებით აიტაცეთ ეს ინფორმაცია და არც გადაამოწმეთ. ძაან ტეხავს რაა…”, – წერს დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები