ცაგერში სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

ცაგერის კულტურის ცენტრში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტას კონცერტი ჩატარდა, სადაც ბრიტენსის, მაჭავარიანის, ცინცაძისა და აზარაშვილის საორკესტრო ნაწარმოებები შესრულდა.

“მოვიარეთ საქართველოს დიდი ქალაქები და გადავწყვიტეთ მოგვევლო რეგიონებიც, რადგან მაყურებელი მოწყვეტილია სიმფონიური მუსიკის სმენის სიამოვნებას, არადა აქ ძალიან კარგი და გემოვნებიანი მაყურებელია”, -განაცხადა ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ქერელაშვილმა.

ცნობისთვის, ორკესტრი 2008 წელს შეიქმნა, 2010 წელს კი მას სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა. კონცერტები ცაგერის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდა, ტურნეს ორკესტრი ამბროლაურით დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები