თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საფუძვრებში არქეოლოგიური კვლევები დასრულდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საფუძვრებში შესრულდა არქეოლოგიური კვლევები, რომელიც შპს „კულტურული რესურსების კვლევის ცენტრმა“ განახორციელა ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით.
პროექტი ეხებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისთან, სოფ. საფუძვრების ტერიტორიაზე, აფციაურების ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილ არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის ნაშთების კომპლექსის კვლევების დაწყებას.
ექსპედიციაში მონაწილეობდა 15 კაცი (სტუდენტების ჩათვლით, მათ შორის, ანთროპოლოგი, მხატვარ-არქიტექტორი და სხვ).
გაითხარა 4 (ოთხი) ქვაყუთი, ასევე ჩატარდა სამუშაოები არქეოლოგიური კომპლექსის ძირითად ნაწილზე, სადაც განლაგებულია ნამოსახლარის ნაგებობები, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევები და გამოქვაბულები.
გათხრების გარდა ჩატარდა დაზვეერვები გალავანას და მის შემოგარენ ტერიტორიაზე. აქ ჯერჯერობით დადასტურდა ძირითადი კომპლექსის მსგავსი დიდი გალავნები.
საფუძვრების ტერიტორია „ნასოფლარი“ წარმოადგენს დიდ კომპლექსს, რომელიც გამოყენებული და აგებული იყო სხვადასხვა ეპოქაში – ბრინჯაოს ხანა (მეგალითური წყობების ნაშთები, ობსიდიანი), ელინისტური ხანა (ქვაყუთები), ადრე შუა საუკუნეები (ქვაყუთები), სხვადასხვა ეპოქის შუასაუკუნეები (ნაგებობა, გალავნები, სამაროვანი (ზოომორფული/ცხენის ქანდაკებები) და მცენარეული ორნამენტებით (ქვემო ქართლისთვის და ჩრდილო კავკასიისთვის დამახასიათებელი), ეკლესიის ნაშთები, გამოქვაბულები (შესწავლილი იქნება მცეანრეული საფარის გახმობისა და მასში ალპინისტური მეთოდით შეღწევის შესაძლებლობის შემდეგ).
აგრეთვე, მცენარეული საფარის გახმობის შემდეგ, შემოდგომაზე, მთელი ტერიტორია და კომპლექსი გადაღებული იქნება დრონებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები