სოხუმში ე.წ. ცესკოს შენობის დაცვა გააძლიერეს

ოკუპირებული აფხაზეთის მილიციამ სოხუმში ე.წ. ცესკოს შენობასთან დაცვა გააძლიერა.
სამართალდამცველებმა შენობასთან მისასვლელი ქუჩა გადაკეტეს, ადგილზე რამდენიმე ათეული მილიციელი იმყოფება.
ე.წ. ცესკომ დღეს დე ფაქტო პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა.
წინასწარი მონაცემით, მან ხმათა 47,38%, ხოლო მისმა მეტოქემ ალხას კვიწინიამ 46,19% მიიღო.
ამ შედეგს კვიწინიას მომხრეები, ასევე ოპოზიცია არ ეთანხმებიან. ისინი ხელახალი ე.წ. არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ე.წ. ცესკომ კვიწინიას მიმართვა არ გაიზიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები