რომან კაკულია: მადლობა უნდა ვუთხრათ გიორგი გახარიას მისთვის დამახასიათებელი მყარი პოზიციის გამო

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გიორგი გახარია არის ფიგურა, რომლის გარეშეც ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლა გაჭირდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ ,,კვირას” განუცხადა.

მისი თქმით, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან კონსესუსის მიღწევა მათი ქმედებებიდან გამომდინარე შეუძლებელია.

,,გიორგი გახარიას დღევანდელმა გამოსვლამ და ,,ნაციონალური მოძრაობის” ორივე ფრთის დამოკიდებულებამ მის მიმართ ჩემთვის გასაგები გახადა, არაკვალიფიციური პოლიტიკოსები რატომ საუბრობენ ხოლმე ალიანსზე ,,ქართულ ოცნებასა” და ,,ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რადგან გიორგი გახარიას მხარდამჭერების რიცხვის გაზრდას ისე ვერავინ მოახერხებდა, როგორც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა დღეს საკუთარი ქმედებებით. ის ერთადერთი გამოსავალი, რასაც კონსესუსი ჰქვია, როგორც ჩანს, შეუძლებელია გარკვეული ტიპის პოლიტიკურ ძალებთან. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ სწორ დასკვნას გააკეთებს დღევანდელი ქმედებების შემდეგ.

არც კი ვიცი, რამდენად ღირდა ამ პოლემიკაში შესვლა და მადლობა უნდა ვუთხრათ გახარიას მისთვის დამახასიათებელი მყარი პოზიციის გამო. არ იყო მცდელობა რამის გაგების, ეს იყო დესტრუქცია. ,,ნაციონალური მოძრაობა” არასდროს ზრუნავდა მხარდამჭერების არეალი გაეფართოებინა და ასეთი რადიკალიზაციით შეუძლებელს ხდის იმ ფორმულის ამუშავებას, რასაც საერთო კონსესუსი ჰქვია. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გახარია არის ის ადამიანი და აქვს თვისებები, რომლის გარეშეც ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლა ძალიან გაძნელდება, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები