მაია ცქიტიშვილი: პრემიერმინისტრად ჩემი ნომინირების საკითხი იყო ჭორები
პრემიერმინისტრად ჩემი ნომინირების საკითხი იყო ჭორები, რომელიც მედიის სხვადასხვა საშუალებით ვრცელდებოდა, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ჭორი რეალობას არ შეესაბამებოდა.
„პრემიერ-მინისტრად ჩემი ნომინირების საკითხი იყო ჭორები, რომელიც მედიის სხვადასხვა საშუალებით ვრცელდებოდა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ხანდახან და ხშირ შემთხვევაში მედია სწორ და გადამოწმებულ ინფორმაციას არ ეყრდნობა.
ეს ჭორი რეალობას არ შეესაბამებოდა, ჩემი კანდიდატურა არ იყო განხილული. მნიშვნელობა არ აქვს, განხილვაში არსებობდა თუ არა, ჩემი კანდიდატურა განხილვაში არ იყო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.