მაია ცქიტიშვილი: გახარიას თანამდებობიდან გადადგომას საზოგადოების ის მცირე ჯგუფი ითხოვს, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია

რიგით მოქალაქეებში გიორგი გახარიაზე ბევრი დადებითი შეფასება მაქვს ნანახი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასე ფიქრობს, – ამის შესახებ  ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

ის მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას საზოგადოების ის მცირე ჯგუფი ითხოვს, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

„ისევ რომ გამეცინოს, იტყვით, რატომ გაგეცინაო. კითხვას არ ვეთანხმები, რომ საზოგადოება გახარიას გადადგომას ითხოვს. ამას საზოგადოება არ ითხოვს, ამას საზოგადოების მცირე ჯგუფი ითხოვს, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

ეს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალებისა და მათი დანაყოფების ნებისა და აზრის გამომხატველები არიან, მხოლოდ ეს ადამიანები ითხოვენ გახარიას გადადგომას.

როცა რიგითი მოქალაქეების პოზიციაზე მეკითხებით, ძალიან ბევრი დადებითი შეფასება მაქვს ნანახი. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასე ფიქრობს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები