კაპანაძე გახარიას: შემიძლია თვალებში შემოგხედოთ და გითხრათ, ჩვეულებრივი მატყუარა ბრძანდებით

„ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია სუსტი ადამიანია, რომელიც ვერ შეეგუა თანამდებობის დაკარგვას და ამიტომ არ გადადგა.
ამის შესახებ კაპანაძემ პარლამენტში გახარიას გამოსვლისას განაცხადა.
„კოლეგებო, მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ აქ ბატონმა გახარიამ ძალიან კარგად აჩვენა თავისი სახე. იმისათვის, რომ გახარიას მხარი არ დავუჭირო პრემიერ-მინისტრად, მარტო ისიც კმარა, რაც ია კერზაიას შემთხვევაში მოხდა. არაფერს ვამბობ ხორავას საქმეზე, პანკისის ეპიზოდზე, კლუბის დარბევის ეპიზოდსა და 20 ივნისზე. ძალიან კარგად მესმის და წარმოდგენილი მაქვს, რას აპირებთ შემდეგ არჩევნებზეც. ალბათ ეს არის ის, რასაც თქვენში ხედავს ბატონი ივანიშვილი, რომელმაც წამოგწიათ ამ თანამდებობაზე, ამიტომ ჩემთვის სრულიად ნათელია, რატომ არ უნდა დაგიჭიროთ მხარი.
ბოლო პერიოდში 20 ივნისთან დაკავშირებულმა განცხადებებმა, მაჩვენა მე პირადად, რომ უბრალოდ სუსტი ადამიანი ბრძანდებით. შეიძლება ყველა სუსტი იყოს, მაგრამ პრემიერი, რომელიც იმას იკვეხნის, რომ ძლიერია, რეალურად ჩვეულებრივად სუსტი ადამიანია, რომელიც ვერ შეეგუა თანამდებობის დაკარგვას და ამიტომ არ გადადგა, რომელიც უბრალოდ იმალება ამ რაღაც ეპატაჟურობის, მიხვრა-მოხვრის და პროკურატურის, შსს-სა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა. ეს არის და ეს. მაჩვენა, რომ ხართ მატყუარა, შემიძლია თვალებში შემოგხედოთ და გითხრათ, ჩვეულებრივი მატყუარა ბრძანდებით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები