გიორგი გახარია: ამ წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნიდან 6 თვე გავიდა – ადვოკატს ვურჩევ, პასუხი კენჭისყრას დაამთხვიოს
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, თუ რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძის ადვოკატის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით.
„ამ წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ გავიდა 6 თვე. მამუკა ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს. მადლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მან გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის მიიღო. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა. ამასთან დაკავშირებით იგი პროკურატურაში გამოიკითხა და წერილის ასლი მიიტანა, თუმცა წერილის გადამცემი შუამავალი არ დაასახელა. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ წერილი ლონდონში ექსპეტიზაზეც გააგზავნეს.
დღეს კი, ინგლისელმა და ფრანგმა იურისტებმა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ქართველ ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. სადაც მათ განაცხადეს, რომ საქმეში უკვე დაგროვდა მასალები, რომლითაც მათ შეუძლიათ ევროსასამართლოს მიმართონ.