გიორგი გახარია – “ნაცმოძრაობა” და მათი ფილიალი “ევროპული საქართველო“ ერთი ჯგუფია – შეუძლებელია ასეთი ოპოზიციის პირობებში ქვეყნის პოზიტიური განვითარება

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას შეფასებით, დღეს ოპოზიციასთან ორი შეხვედრა გაიმართა და ფაქტია, რომ სხვაობა მათ შორის საერთოდ არ არსებობს.
ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში ფრაქცია“ევროპული საქართველოს“სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზიდან უბრალოდ გაიქცა, მათმა ფილიალმა „ევროპულმა საქართველომ“ კი ჩაიგდო ხელში მიკროფონი. მათ პასუხები საერთოდ არ აინტერესებდათ, მათი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტყუილების დაფიქსირება, როგორც თავიანთი პოზიციის და ეს იყო გასაოცარი, როდესაც მიკროფონთან პასუხის გაცემის საშუალებას არ მაძლევდნენ – ეს არის ძალიან გასაკვირი, რადგან დარღვეული იყო ყველა სახის ფორმატი.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზებული, რომ ივნისის მოვლენებზე გვესაუბრა, მათ ეს არ აინტერესებდათ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ფილიალი “ევროპული საქართველო“, არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს ჩვენს საზოგადოებაში მოდელირებული რეალობით შექმნას გარკვეული ემოციური დაძაბულობა, შექმნას რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მივცემთ.
პრობლემა არის კიდევ ის, რომ შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც ასეთი სასოწარკვეთილი ოპოზიციაა, რომელსაც არ შესწევს უნარი შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიდეს და მხოლოდ ტყუილებით ცდილობს თავისი პოზიციის დაფიქსირებას.
თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში?! მაშინ როდესაც ისინი მედია თავისუფლებაზე გველაპარაკებიან, პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევენ და მათ შექმნეს რაღაც გაურკვეველი ფორმატი“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები