ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე რუსეთისადმი მიმართვას მოამზადებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საბჭოსთვის მიმართვას მოამზადებს.
ამის შესახებ ე.წ. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.
საკითხის განხილვა დღეს მოხდება.
„დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურამ 27 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეიარაღებული პოსტი განათავსეს. მიმართვაში აღინიშნება, რომ ქართული მხარის მიერ სამხრეთ ოსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე კონტროლის დაწესება, რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადეს პრესსამსახურში.