შსს ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერმინისტრი ივანე მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2020 წლის 20 თებერვალს დატოვებს.
როგორც „კვირას“ მერაბიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა განაცხადა, მისი სასჯელის ვადა სწორედ 20 თებერვალს იწურება.
მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს და მას საბოლოოდ სასჯელის ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ყოფილი მაღალჩინოსანს ბრალი რამდენიმე საქმეზე ედებოდა. მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.