პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები მოუსმენენ
დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება და პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები მოუსმენენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის გამო, მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიდატების მოსმენას არ აპირებდა, თუმცა 5 სექტემბერს, ფრაქციის სხდომაზე, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.
7 სექტემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობას „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციები და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.
8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.