ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, საქართველო ვაქციოთ არამხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ლოგისტიკურ ჰაბად
ჩვენი ამოცანაა, საქართველო ვაქციოთ არამხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ლოგისტიკურ ჰაბად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტროში შემუშავდა სატრანსპორტო ლოგისტიკური პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზეა გაკეთებული. აღნიშნული განცხადება ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
„ვფიქრობთ, შემოვიტანოთ სათანადო სტანდარტები ლოგისტიკური მომსახურებისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო ვაქციოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ლოგისტიკურ ჰაბად, რაც მოიცავს მთელი რიგი მიმართულების, მათ შორის, საბითუმო ვაჭრობის ცენტრის, სასაწყობო ჰაბის განვითარებას, რათა ქვეყანამ მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც მოყვება სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას,” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.