„კულტურა საზღვრებს გარეშე“ – პროექტის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთი უმასპინძლებს
18 ივნისიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი – „კულტურა საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში გაიმართება.
პროექტის მეორე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები გაიმართება 6 სექტემბერს სოფლებში – ტყაია და რუხი, ასევე ზუგდიდში, სადაც ნატო მარშანია, ლია ახალაძე, მანონ ბულისკერია ქართულ – აფხაზურ კულტურულ და ისტორიულ ურთიერთობებზე გაამახვილებენ ყურადღებას.
საუბარი შეეხება კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას და ინტერაქციის რეჟიმში გაიმართება მკითხველთან დიალოგი, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების/მიმართულებების გაცნობა – „პროფორიენტირი“.
დაგეგმილია სხვადასხვა სახის გამოფენები და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.
პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც ზუგდიდში, მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრში ზვიად ბოლქვაძისა და მუსიკალური ბენდის „ნიუტონი“ მონაწილეობით 19:00 საათზე გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან ზუგდიდსა და მის შემოგარენში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებიც.
პროექტის პარტნიორები არიან:
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო;
• ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• გამომცემლობა „პალიტრა L“.
ღონისძიებების განრიგი: ტყაია – რუხი – ზუგდიდი:
6 სექტემბერი
• 16:45 – 17:00 – სოფ. ტყაიას საჯარო სკოლის ეზოში მდებარე სკვერის ბიბლიოთეკის „სკვერის ბიბლიოთეკის“ წიგნადი ფონდის განახლება;
• 17:10 – 17:30 – სოფ. ტყაიას საჯარო სკოლა: ლექცია: „აფხაზი არისტოკრატები დევნილობაში“ (წიგნის პრეზენტაცია) – წარმდგენი გამოცემის ავტორი – მკვლევარი ნატო მარშანია.
• 17:35 – 17:55 – სოფ. ტყაიას საჯარო სკოლა: ლექცია: „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ (წიგნის პრეზენტაცია) – წარმდგენი გამოცემის ავტორი – ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლია ახალაძე;
• 17:00 – 17:25 – სოფ. რუხის საჯარო სკოლა: ლექცია: „თანამედროვე მწერლები დევნილობაში“ – წარმდგენი პოეტი მანონ ბულისკერია;
• 17:30 – 17:50 – სოფ. რუხის საჯარო სკოლა: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გაცნობა – „პროფორიენტირი“ – წარმდგენი პროგრამის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი დემეტრე მოდებაძე;
• 17:50 – 18:00 – სოფ. რუხის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებით განახლება.
• 19:00 – 20:10 ზუგდიდი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე – მუსიკალური კონცერტი – ზვიად ბოლქვაძე და ბენდი „ ნიუტონი“.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია