ჩინეთში სკოლას თავს დაესხნენ – დაღუპულია ბავშვები

ჩინეთში ქალაქ ბაიანპინის საჯარო სკოლაზე თავდასხმის შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა.
South China Morning Post წერს, რომ დანით შეიარაღებული მამაკაცი დაწყებითი კლასის ბავშვებს თავს დაესხა.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, ის 40 წლის ადგილობრივია.
მედია წერს, რომ მამაკაცი ადრე მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა პოლიცია ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ინციდენტის შედეგად ორი ბავშვი მძიმედ დაშავდა, ამჟამად ისინი ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები