კალიფორნიის სანაპიროსთან კერძო იახტას ცეცხლი გაუჩნდა – დაღუპულია 4 ადამიანი
კალიფორნიის სანაპიროსთან, კერძო იახტაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.
სანაპირო დაცვის ინფორმაციით, იახტაზე 39 ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟის ხუთი წევრის ევაკუაცია დროულად მოხდა. სამძებრო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.