მამუკა ბახტაძე: ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება წარმატებული, ვიდრე ეს ორი პრობლემა – ოკუპაცია და სიღარიბე იქნება საქართველოში

ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება წარმატებული ვიდრე ეს ორი პრობლემა – ოკუპაცია და სიღარიბე იქნება საქართველოში, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, საკმარისი იყო თუ არა 1 წელი და ორი თვე პრემიერ-მინისტრობისთვის, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს დრო იყო საკმარისი განხორციელებულიყო ის მიზნები, რისთვისაც ის ამ პოსტზე აირჩიეს.
„მე ამოვდივარ მიზნებიდან. ეს დრო იყო საკმარისი, რომ განგვეხორციელებინა ის მიზნები, რისთვისაც მე ამ პოსტზე ამირჩიეს. ვერც ერთი ხელისუფლება რა შედეგიც არ უნდა დადოს, გინდა მოკლევადიანი, გინდა გრძელვადიანი, ვერ იქნება წარმატებული, სანამ სიღარიბის და ოკუპაციის გამოწვევა იქნება. ძალიან არასწორი იქნება, თუ რომელიმე ხელისუფლება თავის თავს წარმატებულს უწოდებს, როდესაც ქვეყანაში არის ან ერთი გამოწვევა, ან- მეორე. ყველაზე ნაკლებად სადაც ვფიქრობდი, რომ ჩემი თავი წარმომედგინა, ეს იყო ქართული პოლიტიკა, მაგრამ სწორედ იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომლებიც აღვნიშნე, მაშინ გუნდში ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს სტრატეგიული განვითარების ჩარჩო მოგვემზადებინა, დაგვეწყო მისი დანერგვა და უზრუნველგვეყო მისი მდგრადობა, რომელიც დღეს გამყარებულია ჩვენი კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები