კახა კალაძე: მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას

მინდა ვთქვა, ირაკლი არის ჩემი მეგობარი. წლებია ვმეგობრობთ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას – შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ შს მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას კახა კალაძე ეწინააღმდეგება.
“ვინ და საიდან მოიტანეს არ ვიცი, ეს არის აბსურდი და სისულელე. მე ასე დავარქმევდი ამას. მინდა ვთქვა, ირაკლი არის ჩემი მეგობარი. წლებია ვმეგობრობთ. გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი თუ ვინ იქნებოდა მინისტრობის კანდიდატები, საერთოდ განხილულიც კი არ ყოფილა. მიკვირს საიდან მოიტანეს ამხელა სისულელე, და მთავარი, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში ამას უშუალოდ პრემიერმინისტრი წარმოადგენს და მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნება მის გუნდში და ვინ იმუშავებს.
მე თუ მეკითხებით, როგორც პარტიის გენერალურ მდივანს, რა თქმა უნდა მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას, მგონია რომ ის იქნება ძალიან ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები