გია ვოლსკის ინფორმაციით, მომავალი პრემიერის ვინაობა ხვალ დასახელდება

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება ხვალ, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ გაკეთდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
„ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი. ვისზეც გადავწყვეტთ, რომ იყოს პრემიერ-მინისტრი, ის წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტს. ამიტომ, გადასწრება არც კორექტულია და არც მიზანშეწონილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
მამუკა ბახტაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები