მამუკა ბახტაძე: რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლა ჩვენგან მაქსიმალურ პრინციპულობასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს
საქართველოს პრემეირმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის მთავრობის უმთავრესი ამოცანაა ოიკუპირებულ ტერიტორიებზე არსბეული ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაა.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ საქართველო მათზე ზრუნავს და რომ საქართველოს თითოეული წარმატება მათი წარმატებაა, მათი ტკივილი კი, ჩვენი საერთო ტკივილია.
ამის შესახებ ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო პოლიტიკაში. ამას ცხადყოფს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც. ბრძოლა რუსულ ოკუპაციასთან არის ძალიან მძიმე და ჩვენგან მოითხოვს მაქსიმალურ პრინციპულობასა და თანმიმდევრულობას.
ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა შევაჩეროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან იქ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ გვაქვს ვალდებულებები მათ წინაშე.
თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა გრძნობდეს, რომ საქართველო მათზე ზრუნავს და რომ საქართველოს თითოეული წარმატება მათი წარმატებაა, მათი ტკივილი კი, ჩვენი საერთო ტკივილია.
სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ჩვენ მიერ შექმნილი სამშვიდობო ინიციატივა − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარადჭერით შევძლოთ ამ ინიციატივის სრულფასოვანი დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
ჩვენ ვაგრძელებთ ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებას ოკუპაციის შესაჩერებლად და მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად. ამაზე მეტყველებს:
• ევროკავშირის მხარდამჭერი დეკლარაციები და ევროპარლამენტის რეზოლუცია;
• გაეროს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მიღებული რეზოლუციები, ასევე დისკუსიები უშიშროების საბჭოს ფორმატში;
• ნატოს სამიტისა და მინისტერიალების დეკლარაციები, ევროპის საბჭოს მინისტერიალების გადაწყვეტილებები.
გაეროში შარშან გავაჟღერე და საერთაშორისო საზოგადოებას შევთავაზე „თბილისის მშვიდობის ფორუმის“ ჩატარება. მნიშვნელოვანია, მეტიც, აუცილებელია, სწორედ ჩვენ ავიღოთ ხელში ინიციატივა და საქართველო გავხადოთ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ლიდერი, რომ შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, რომელიც დღეს დაპირისპირებისა და გამოწვევების არეალია, გადაიქცეს მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცედ“, – ნათქვამია განცხადებაში.