ივლისში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 8.5 % შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 8.5 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წონიდან (27.3 პროცენტი) გამომდინარე, მისი გავლენა ინფლაციაზე 2.2 პ.პ იყო. აქედან ყველაზე დიდი წვლილი პურის გაძვირებაზე მოდის, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაძვირდა და, შესაბამისად, ივლისში წლიურად 15 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 0.5 პ.პ შეადგინა.
მნიშვნელოვანი იყო ძროხის ხორცის, ყველის, კარტოფილის და შაქრის გაძვირება. ამ პროდუქტების წვლილი წლიურ ინფლაციაში ჯამურად 0.9 პ.პ-ით განისაზღვრა. გრძელდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული გაიაფების ტენდენცია. ამ ჯგუფის ფასები წინა წლის ივლისთან შედარებით საშუალოდ 7.1 პროცენტით დაბალი იყო, ხოლო უარყოფითი წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.3 პპით განისაზღვრა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები