ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4.6 % შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა.
ივლისში ივნისთან შედარებით ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება, ძირითადად, სეზონური ფაქტორების გამო, ზოგიერთ ხილსა და ბოსტნეულს შეეხო. გარდა ამისა, გაძვირდა ბენზინი და შაქარი, შესაბამისად 2 და 12 პროცენტით, რომელთა ჯამურმა კონტრიბუციამ თვის ინფლაციაში 0.2 პროცენტული პუნქტი (პ.პ) შეადგინა.
წლიურ გამოხატულებაში, ივლისში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სიგარეტის გაძვირების გამო მოხდა. იმპორტირებულ და ადგილობრივად წარმოებულ ფილტრიან სიგარეტზე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები 30 პროცენტით იყო გაზრდილი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ უფილტრო სიგარეტზე 26 პროცენტით. საერთო ჯამში, ამ ცვლილებებმა წლის ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები