ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4.3 %-ით გაიზარდა

 2019 წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4.3 პროცენტით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 65 პროცენტი შეადგინა და წლიურად 1.0 პროცენტით მოიმატა. 2019 წლის ივლისში, რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების ზრდა აზერბაიჯანიდან (13.1 პროცენტით) და თურქეთიდან (9.6 პროცენტით) დაფიქსირდა. შედარებით ზომიერად გაიზარდა სომხეთიდან (3.2 პროცენტი) ვიზიტორების რაოდენობა, ხოლო რუსეთიდან- შემცირდა (6.4 პროცენტით). პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების მხრივაც, განსაკუთრებით მოიმატა პოლონეთიდან და გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობამ. გარდა ამისა, საანგარიშო თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა საუდის არაბეთიდან (42.1 პროცენტით) და ყაზახეთიდან (28.5 პროცენტით) შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ირანიდან შემომსვლელთა რაოდენობის არსებითი კლება (60.8 პროცენტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები