დავით მათიკაშვილი: ყველა ფორმატს გამოვიყენებთ, რომ რაიმე სახის ესკალაცია არ მოხდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, ქართული მხარე გადაწყვეტილებას არ შეცვლის შესაბამისი პოლიციური ბლოკპოსტის არსებობის თაობაზე. როგორც მან აღნიშნა, პოსტის არსებობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.
„რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით თავის პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებს. ამავდროულად, ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ვიმუშავებთ და ყველა ფორმატს გამოვიყენებთ, რომ რაიმე სახის ესკალაცია არ მოხდეს. ბლოკპოსტის არსებობა უსაფრთხოების ზომებს ეხება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები