შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ვ. ხ. და 1987 წელს დაბადებული ლ. ი. გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძმებს ფულს სძალავდნენ.
სამართალდამცველებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნიღაბი, ხელთათმანები და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 126-ე 1- ლი პრიმა მუხლის “დ” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.