იტალიაში ვულკანი სტრომბოლი ამოიფქვრა (ვიდეო)

იტალიაში, სტრომბოლის კუნძულზე, ვულკანი ამოიფქვრა. ქვეყნის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ინფორმაციით, კრატერიდან ამოფრქვეულმა ლავამ რამდენიმე ასეულ მეტრს მიაღწია.
ვულკანოლოგების ინფორმაციით, სტრომბოლიდან ფერფლი და ვულკანური მასები ორ თვეზე ნაკლებ დროში მეორედ ამოიფრქვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტრომბოლის ამოფრქვევას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, ვულკანის ფერდობზე ხანძრები გაჩნდა, რომლებსაც მეხანძრეები ამ დრომდე აქრობენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვულკანმა ტურისტებში პანიკა გამოიწვია.
უკანასკნელად სტრომბოლი 3 ივლისს ამოიფქვრა, მაშინ ერთი ტურისტი დაიღუპა, რომელიც კრატერთან ახლოს იმყოფებოდა, ერთი დაშავდა.
სტრამბოლის კუნძულის ვულკანი პლანეტაზე ყველაზე აქტიურია, ის 1932 წლიდან ამოფრქვევის აქტიურ მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები