ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა ბულგარეთში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე 9 პირველი ადგილი დაიკავეს. საერთაშორისო კონკურსზე „ხელოვნება და ზღვა“ საპრიზო ადგილები ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა სამხატვრო, ინსტრუმენტული და ვოკალის მიმართულებებით მოიპოვა.
ფესტივალს, რომელიც ბულგარეთში 3 დღე მიმდინარეობდა, 18 ქვეყნიდან 400-მდე მონაწილე ჰყავდა. ჟიურიმ საქართველოს დელეგაცია ყველაზე წარმატებულად დაასახელა.