კომერციულ ბანკებში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტები 307.18 მლნ. ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი აგვისტოსათვის 25.00 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 307.18 მლნ ლარით, ანუ 1.24%-ით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.32%-ით ნაკლები). ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 116.51 მლნ ლარით, ანუ 1.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.71%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 190.66 მლნ ლარით, ანუ 1.33%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.05%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 36.72 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.63 პროცენტული პუნქტით).
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.36% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.46%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.94%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.84%, ხოლო ევროს წილმა 13.62% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები