კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 653.58 მლნ ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 653.58 მლნ ლარით (2.28%-ით) გაიზარდა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 341.81 მლნ ლარით (2.76%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.77 მლნ ლარით (1.91%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.31%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.88 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.69%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 9.59 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.04%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.82%-ით მეტი).
მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.37% შეადგინა. 2019 წლის პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.20%-ული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.75%-ული პუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები