აფრიკაში ამაზონზე ბევრად მასშტაბური ხანძრებია – „მსოფლიო თანამეგობრობა კი, მხოლოდ ბრაზილიის დახმარებას ცდილობს“(ვიდეო)

აფრიკაში, საჰარის სამხრეთ ნაწილში, ბევრად მასშტაბური ხანძრებია, ვიდრე ამაზონის ტყეში, თუმცა მსოფლიო თანამეგობრობისთვის ამის შესახებ ცნობილიც არ არის.
ინფორმაციას ტელეკომპანია BBC Africa იტყობინება.
როგორც აღმოჩნდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ანგოლაში სამჯერ უფრო მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ვიდრე ბრაზილიაში. ამის შესახებ Bloomberg, Weather Source-სგან მიღებულ მონაცემზე დაყრდნობით, წერს.
ირკვევა, რომ ანგოლაში – 6902 , მეზობელ კონგოში – 3395, მაშინ როდესაც ბრაზილიაში- 2127 ხანძრის კერაა დაფიქსირებული.
სოციალურ ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ NASA-ს მონაცემით, აფრიკაში ხანძრები ბევრად ინტენსიურია, ვიდრე ბრაზილიაში, თუმცა მსოფლიოს ლიდერები ამაზე არ საუბრობენ.
Twitter-ში ბრალდებები საფრანგეთის პრეზიდენტის მისამართითაც გაისმა, რადგან მან ამაზონის ხანძრებს „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა, აფრიკის ხანძრები კი არც უხსენებია.
აღნიშნულ ბრალდებებს მაკრონი გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ ბრაზილიის მსგავსად, აფრიკის ქვეყნებსაც შესაძლოა დაეხმარონ ფინანსურად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები