რიკოთის უღელტეხილზე ავარია მოხდა (ფოტო)

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც ადგილიდან “კვირას” კორესპონდენტი იტყობინება, ინციდენტისას, სამი ავტომობილი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე ადმინისტრაციული ჯარიმა გაფორმდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები