თამარ ჩუგოშვილი: რუსეთის ქმედებები აცდენილია საერთაშორისო სამართალს და მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ

0

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტების მიერ უკანონო ბარიერების დამონტაჟების საკითხს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, რუსეთი, ამგვარი ქმედებებით, ცდილობს საქართველო მუდმივ წნეხში ამყოფოს.
„ეს არის რუსეთის მხრიდან გამოხატულება, საქართველო მუდმივად წნეხში ამყოფოს, აი, ამ ფორმით, როდესაც ანახლებენ მავთულხლართების ფიქსირებას და ამ პროცესში, როგორც წესი, ადამიანური ტრაგედიები ჩნდება ხოლმე, რადგან ხდება მათი გატაცება, დაკავება და შემდგომ ძალიან დიდი ძალისხმევა არის საჭირო ამ ადამიანების გამოსახსნელად. ​
ამ ნაბიჯებით, რუსეთი ცდილობს, საქართველო ამყოფოს მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივი წნეხის ქვეშ და ეს მტრის მხრიდან არც არის გასაკვირი. ასეთი ქმედებები, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილია ყველანაირ საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს და არის უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი